Friday, November 13, 2009

პითაგორას თეორემა

1. პროექტის სახელი: პითაგორას თეორემა.

2. პროექტის მოკლე აღწარა: მოსწავლეები მოიძიებენ პითაგორას ბიოგრაფიულ ცნობებს და თეორემის დამტკიცების სხვადასხვა ხერხს.

3. პროექტის სრული აღწერა: გაეცნობიან პროექტის თემას. შექმნიან საპროექტო ჯგუფებს,რომლებიც თვითონ აირჩევენ, თუ რა საკითხებზე იმუშავებენ. შედგება შემდეგი ჯგუფები:
ჯგ.1 მოიძიებს ბიოგრაფიულ ცნობებს,
ჯგ.2 მოიძიებს ისტორიულ ცნობებს,
ჯგ-ები: 3, 4, 5 მოიძიებენ თეორემის დამტკიცების სხვადასხვა ხერხს.
ჯგ.6 მოიძიებს ცნობებს პითაგირას რიცხვებზე.
ჯგ.7 შეაგროვებს მოძიებულ მასალებს.
ჯგუფები მასალების მოძიების დროს იმუშავებენ ბიბლიოთეკაში, გამოიყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს(ინტერნეტი).
მოხდება მოპოვებული მასალების მონიტორინგი.
კორექტირების შემდეგ კეთდება პრეზენტაცია. პრეზენტაციის შემდეგ მოხდება პროექტზე მომუშავე მოსწავლეების შეფასება შემდეგი კრიტერიუმით: ორგანიზებულობა, მსჯელობის უნარი,დროის ლიმიტი, საიმფორმაციო საშუალებების გამოყენება.
4. მონაწილეთა ასაკი: 13.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე.
6. პროექტის შესაძლო აქტივოვები კლასში: სასწავლო ეროვნული გეგმით გათვალისწინებული პითაგორას თეორემის შესწავლა და ამოცანების ამოხსნა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლიბა შეიქმნას: პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის უნარი, ანალიზის უნარი, განუვითარდებათ სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებში მართკუთხა სამკუთხედის შემჩნევის და მასში პითაგორას თეორემის გამოყენების უნარი.
8. სარგებელი სხვებისთვის: შეიქმნება რესურსი, რომლითაც ისარგებლებს ამ თემით დაინტერესებული მოსწავლეები.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია.
12.პროექტის ფასილიტატორი: ლია კაკაბაძე.
13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: lika.djav@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: liakakabaze.blogspot.com

No comments:

Post a Comment